შსს-ს აკადამიაში სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი დაესწრნენ.
უწყების ცნობით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ-სამართლებრივ მომზადებას, სპეციალურ სასაზღვრო პოლიციურ მომზადებასა და სპეციალური სასაზღვრო პოლიციური პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
სწავლების ხანგრძლივობა ხუთი თვეა. პროგრამა ოთხთვიან თეორიულ და ერთთვიან პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება სახელმწიფო საზღვარზე ხდება, სადაც მსმენელები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში, სხვადასხვა განწესის შემადგენლობაში.
სწავლების განმავლობაში, მსმენელები სწავლობენ ისეთ საგნებს, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებსა და წინსვლაში დაეხმარება.
შს სამინისტროს განმარტებით, პროგრამის მიზანია სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ახალი კადრების მომზადება, საბაზისო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის არის საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.