რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მოსკოვს არ მოუთხოვია ვაშინგტონისაგან რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება
28-08-2017, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვს არ მოუთხოვია ამერიკის შეერთებული შტატებისაგან შეემცირებინა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობა.

 


„ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო წინადადება ამერიკული მხარისადმი. და ზუსტად, სწორედ ამერიკულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება თავისი პერსონალის შემცირების თაობაზე. ეს აბსოლუტურად არ იყო რუსული მოთხოვნა. ჩვენ შევთავაზეთ. მათ გააკეთეს ისე, როგორც გააკეთეს“, განაცხადა ზახაროვამ ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 

 

არადა, მანამდე ზახაროვას საპირისპირო განცხადებები გაკეთდა, როგორც მოსკოვში, ისე ვაშინგტონში და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გამომდინარე თანამშრომელთა შტატების სოლიდური შემცირებიდან, 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემა მთელი რუსეთის მასშტაბით შეაჩერა.

 


„რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობის შეზღუდვას ითვალისწინებს, 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა მთელი რუსეთის მასშტაბით იქნება შეჩერებული. 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან აღნიშნული პროცედურა განახლდება მოსკოვში. არასაემიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა რუსეთში აშშ-ის საკონსულოებში შეჩერებული იქნება განუსაზღვრელი ვადით“, აღნიშნულია მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე. 

 

  

რუსეთში აშშ-ის საელჩოს აღნიშნული განცხადების გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად მიმართვა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ამერიკულ საელჩოში შეეძლებათ, სადაც განაცხადის განხილვის ვადები მოსკოვის საელჩოში არსებულ ვადებზე უფრო ნაკლებია, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთში აშშ-ის საელჩოში.

 

 

„საკონსულო ოფიცერი ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად, ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად იღებს. აშშ-ის კანონი არ უკრძალავს რუსეთის მოქალაქეებს ვიზასთან დაკავშირებული დოკუმენტების სხვა ქვეყნებში წარდგენას“, განმარტეს დიპლომატიურ მისიაში.

 

 

გასული კვირის ორშაბათს, 20 აგვისტოს, განახლებული მონაცემების მიხედვით, მოსკოვში აშშ-ის ვიზიტორის ვიზის (B1 კატეგორია - ბიზნესი, B2 კატეგორია - ტურიზმი) მიღების მსურველთათვის დოკუმენტების წარსადგენად ლოდინის პერიოდი 85 კალენდარული დღეა. სტუდენტური ვიზის მიღების მოთხოვნის მსურველთათვის გასაუბრების ლოდინის ვადა 36 დღეს შეადგენს. არასაემიგრაციო ვიზის სხვა ტიპის განაცხადის წარმდგენებს კი ლოდინი 53 დღე მოუწევთ.

 

 

გასაუბრებაზე გასვლის ლოდინის პერიოდი ვიზიტორის ვიზაზე, აშშ-ის კიევის საელჩოში 4 დღეა, თბილისში - 8, პეკინში - 4, ასტანაში - 23, ტაშკენტში - 42, ქაიროში - 23, წერს „რია ნოვოსტი“.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი 10 აგვისტოს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთში აშშ-ის დიპლომატების შემცირების შესახებ განკარგულების გამოცემის გამო.

 


პუტინის მიერ 30 ივლისს გამოცემული განკარგულების შესახებ, რომელიც რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოებში თანამშრომელთა დაახლოებით ორი მესამედით, 755-ით შემცირებას ითვალისწინებს, თითქმის ორკვირიანი დუმილის დარღვევის შემდეგ ტრამპმა 10 აგვისტოს განაცხადა: „მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ მან დიდი რაოდენობით ადამიანებს დართო წასვლის ნება, რადგან ახლა ჩვენ უფრო მცირე ხელფასები გვაქვს გადასახდელი“ და ამით „ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ“.

 


პრეზიდენტ ტრამპის აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასთან, რომელმაც მოსკოვის გადაწყვეტილებას „სამწუხარო და შეუსაბამო ქმედება“ უწოდა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2017 წლის 23 აგვისტოდან არასაემიგრაციო ვიზების გაცემის მთელი რუსეთის მასშტაბით შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის მოქალაქეებს რუსული ვიზების მიღების პროცედურას არ გაურთულებს.

 

  

„რაც შეეხება საპასუხო ქმედებებს, როგორც მე უკვე ვთქვი, აუცილებელია უფრო დაწვრილებით იქნეს შესწავლილი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამერიკელებმა გამოაცხადეს. ამგვარად, თუკი ვინმე იმედოვნებდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ცუდი მაგალითი გადამდები იქნებოდა, მაშინ მან ვერ გათვალა“, განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. 

 

 

მისი აზრით, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება გათვლილია იმ მიზანზე, რომ რუსეთის მოქლაქეებში ქვეყნის ხელმძღვანელობის მოქმედების მიმართ უკმაყოფილება იქნეს გამოწვეული.

 

 

„ეს ცნობილი ლოგიკაა - ეს მათი ლოგიკაა, რომლებიც ფერადი რევოლუციების ორგანიზებას ახდენს, და ეს წმინდაწყლის ობამას ადმინისტრაციის ინერციაა“, აღნიშნა ლავროვმა.

 

კომენტარები: 211
#131   Catalina
      
buy trenbolone pills

References:
pattern-wiki.win
29 იანვარი 2026 14:01
#130   Elissa
      
gnc supplements for weight loss and muscle gain

References:
platform.joinus4health.eu
29 იანვარი 2026 06:52
#129   Zella
      
where to inject tren

References:
historydb.date
28 იანვარი 2026 23:55
#128   Philip
      
References:


Choctaw casinos

References:
https://morphomics.science
28 იანვარი 2026 09:46
#127   Meredith
      
References:


Nodepositbonus cc

References:
https://wikimapia.org/
27 იანვარი 2026 18:13
#126   Diego
      
References:


Konami slot machines

References:
firsturl.de
27 იანვარი 2026 15:43
#125   Levi
      
27 იანვარი 2026 13:47
#124   Ashli
      
physical effects of anabolic steroids

References:
pad.karuka.tech
27 იანვარი 2026 06:22
#123   Kai
      
anabolic definition

References:
pattern-wiki.win
27 იანვარი 2026 03:58
#122   Kendra
      
steroid alternative supplements

References:
morphomics.science
26 იანვარი 2026 23:46
#121   Les
      
References:


Slotgames

References:
hedgedoc.info.uqam.ca
25 იანვარი 2026 20:39
#120   Otilia
      
References:


Roulette hot

References:
https://nerdgaming.science
24 იანვარი 2026 18:09
#119   Rick
      
References:


Test and anavar before and after pics

References:
adsintro.com
22 იანვარი 2026 10:36
#118   Loyd
      
%random_anchor_text%

References:
smed-sauer-2.mdwrite.net
22 იანვარი 2026 09:36
#117   Luca
      
list of different steroids

References:
kanban.xsitepool.tu-freiberg.de
21 იანვარი 2026 23:59
#116   Carey
      
References:


Anavar cycle results before and after

References:
https://coolpot.stream
21 იანვარი 2026 14:27
#115   Yvonne
      
21 იანვარი 2026 03:28
#114   Jeannie
      
deca side effects bodybuilding

References:
able2know.org
20 იანვარი 2026 16:27
#113   Lynne
      
References:


Videoslots com

References:
firsturl.de
16 იანვარი 2026 17:29
#112   Manuela
      
References:


Anavar fat loss before and after

References:
writeablog.net
9 იანვარი 2026 21:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი