ღარიბაშვილი BBC -ზე ლავროვს პასუხობს: "რეალობა ისაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს და ეს საქართველოა."
05-02-2014, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უპასუხა: "რეალობა ისაა, რომ "ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს და ეს საქართველოა."

 

 

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BBC -ს ეთერში გააკეთა. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვა სოჭის ოლიმპიადასა და იქ საქართველოს ორი არაღიარებული რეგიონის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა შესაძლო მიწვევასა და მათი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერების რანგში საზეიმო მიღებას უკავშირდებოდა.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებით: "რუსეთის საგარეო მინისტრი ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა ისაა, რომ საქართველო არ აცნობიერებს შექმნილ მდგომარეობს და იმ რეალობას რაც უკვე არსებობს."

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი: "რეალობა ისაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანა არსებობს და ეს საქართველოა. ეს ოკუპირებული რეგიონები ჩვენი ტერიტორიებია, ეს ჩვენი ტერიტორიებია და ჩვენ თანაბარზიარად ვფლობთ ამ მიწა-წყალს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან ერთად და მომავალშიც ასე გვინდა რომ იყოს".

 

 

ვიდეოინტერვიუს ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე:  http://www.bbc.co.uk/news/world-europe-26034561 

 

კომენტარები: 81
#1   ვახტანგი
      
დაკარგულია აფხაზეთი და სამაჩაბლო! ერთელ და სამუდამოდ! ვის ჭირდება თვალებში ნაცრის შეყრა?!!! არ უნდა ამ ხალხს ჩვენთან ცხოვრება!!! რუსეთი ურჩევნიათ, რაა აქ გაუგებარი?!!!!
10 თებერვალი 2014 13:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი