წყალტუბოში ევროპის დღე აღნიშნეს. კამპანიის ფარგლებში, პარკში არსებულ ერთ-ერთ ხიდს ევროპის ხიდის სახელი მიენიჭა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, „ეს ხიდი თითოეულ გამვლელს შეახსენებს ჩვენს ყოველდღიურ მისწრაფებას ევროპისკენ".
„წყალტუბო უერთდება ამ დიდ აქციასა და რა თქმა უნდა, მისწრაფებას, რასაც ჰქვია ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა. ევროპა არის ჩვენი ღირებულებათა ერთობა. დღეიდან მწვანე ქალაქში ჩვენ გვექნება ევროპის სახელობის ხიდი, რომელიც თითოეულ გამვლელს შეახსენებს ჩვენს ყოველდღიურ მისწრაფებას, რომელიც მჯერა, ჩვენი ამ ოჯახში ინტეგრაციით დაგვირგვინდება", ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
ხიდისთვის სახელის მინიჭების შემდეგ, ტურიზმის განვითარების ცენტრში უვიზო მიმოსვლასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, საჯარო ლექციაც გაიმართა. ლექციას ახალგაზრდები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
„საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ახალგაზრდებთან იმ სიკეთეზე, რასაც ევროკავშირი იძლევა და ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც შეიძლება გვქონდეს ჩვენ ამ გზაზე", ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წყალტუბოში „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები 2004 წლიდან იმართება. წყალტუბო წლებია უერთდება აღნიშნულ ღონისძიებებს და ასევე აქტიურად გეგმავს აქტივობების განხორციელებას.
ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.