შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 13 მაისს თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყება იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან სამინისტროს კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 შემთხვევა აქვს გადაღებული და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან საავადმყოფოებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით მოქალაქეთა გადაყვანის საკმაოდ გაზრდილი - 48 შემთხვევა დაფიქსირდა.
„იმიტომ რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში, უფრო სწორად, სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობით 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. ეს ერთი. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ში გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48, სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯი“, განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.