ესპანეთში სპორტისა და მუსიკის ფესტივალზე ხის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი გალისიას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ვიგოში, O Marisquiño-ს ორდღიან ღონისძიებაზე მოხდა. მაყურებლები ბულვარში, ხის პლატფორმაზე იდგნენ და რეპერ Rels B-ს უსმენდნენ, როდესაც კონსტრუქცია დაინგრა და პლატფორმა ჩამოიშალა.
როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველთა თქმით, ხალხი პანიკამ მოიცვა. მაყურებლების უმეტესობა თინეიჯერები იყვნენ, რომლებიც უსაფრთხო ადგილისკენ ცოცვით ცდილობდნენ მიღწევას. ზოგიერთი მათგანი ზღვაში ჩავარდა. დაზარალებულებს სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა უწევდა პირველად დახმარებას. ადგილზე იმყოფებოდნენ მყვინთავებიც, რომლებიც ზღვაში იმის შესამოწმებლად ჩავიდნენ, მოყვა თუ არა ვინმე ნანგრევების ქვეშ.
ქალაქის მერმა, აბელ კაბალერომ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, რათა გაირკვეს პლატფორმის ჩანგრევის მიზეზი.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფაქტორების გამო ჩამოიშალა პლატფორმა: საკმაოდ ბევრი ხალხის ყოფნის, ნაგებობის სისუტის თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.