აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვაზე რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. რიჟვაძემ განაცხადა, რომ დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დაარღვევს. ინფორმაცია აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
„მინდა საჩუქარი გავუგზავნო ჩვენს სტუმრებს საქართველოს რუკა და საქართველოს ისტორია, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის უხერხულობა“, განაცხადა რიჟვაძემ.
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში, რუსეთის, ხანტი-მანსიინსკის დელეგაციის სასაჩუქრე პარკებში მინიატურულ რუკებზე საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე იყო დატანილი და რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა.
„საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას“, ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, მარკ გლუხოვსკიმ, პირველ არხთან ხანტი მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ რუკებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუკის მომზადების დროს პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი. მისი თქმით, რუსულ მხარეს ბოდიში აქვს მოსახდელი, თუ ეს პოლიტიკური განაცხადი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.