თერჯოლის მუნიციპალიტეტში გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა. 7,5-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი.
აღნიშნულ სოფლებში გზა ათეული წელია არ იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. ამ მონაკვეთით 3000-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. სამი დიდი სოფლის დამაკავშირებელი 7,5 კმ. გზის გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 172 000 ლარია.
დასრულებული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - ზვიად შალამბერიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ, მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა გოდოგნის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ და რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიციები მოისმინეს.
ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.