თბილისში, ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა
23-08-2019, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

 

სამუშაოების ფარგლებში, ტიხონოვის ქუჩაზე, დაახლოებით, 4 200 კვ.მ ფართობზე, სადაც  გამართულია წყალარინების სისტემა, უკვე მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 513 ლარია გათვალისწინებული. 

 

 

რაც შეეხება მარჯანიშვილის ქუჩას, სამუშაოები დაახლოებით, 5 700  კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მოსაწყობად მიმდინარეობს. 

 

 

გლდანის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმით, პრიორიტეტულია სწორედ ისეთი ქუჩების მოწესრიგება, სადაც დღემდე გრუნტის გზაა. 

 

 

„გლდანის რაიონში კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად  ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩების მოწესრიგებას ვახორციელებთ. ამ  დასახლებაში გრუნტის გზა იყო  და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, სამუშაოების შედეგად კი ასფალტის საფარი მოეწყობა და ეს პრობლემაც გადაიჭრება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

 

 

სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული  შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან  ერთად გაეცნო. 

 

 

კომენტარები: 81
#1   Joyce
      
names of oral steroids

References:


https://prpack.ru/user/patchoutput67/
12 ოქტომბერი 2025 08:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი