დღეს, 11 ნოემბერს, 16:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნება ახალი ქანდაკება „N’Uovo”, რომელიც იტალიაში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა.
აღნიშნული ქანდაკება ავტორმა საკუთარი ხარჯით დაამზადა და თბილისს საჩუქრად გადასცა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ქანდაკების ავტორი დაესწრება.
მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი / შადრევნის მიმდებარე ტერიტორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.