9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, კაპიტონ ცხადაიას სახლში ეწვივნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
კაპიტონ ცხადაიას პირად ანგარიშზე ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაერიცხა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას 1000 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.