კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისთვის და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცსკოს თითოეულ თანამშრომელს.
„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის. ჩვენ მოსახლეობასთან მხოლოდ საქმეზე გვექნება საუბარი. მე პირადად ვაპირებ, რომ ყველა ის პროექტი და ინიციატივა, რომელზეც საარჩევნო კამპანიის დროს მქონდა საუბარი, პირადად გავაკონტროლო მისი შესრულების ხარისხი და ტემპი და იგივეს მოგიწოდებთ მინისტრებს, რომ პროაქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ რეგიონებში, ხალხთან, მეტი საქმე ვაკეთოთ, მეტი პროგრესი და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოსახლეობას.
არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნებისთვის. ჩვენ ახლა გვაქვს 3 წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ პირადი ვიწრო, პარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერსები და არა ვიწრო პარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან, ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის საერთო გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.