რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა გლდანში, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახიᲡ და მეზობლების სიცოცხლეს“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.