კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ თოფურიძე ნიკა მელიას და ოპოზიციის წინააღმდეგ - ეს რა ხდება?! ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება! სად იყავით, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა?!
06-10-2022, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო შიმშილობს, ხალხი თქვენ იმედის თვალით შემოგცქერით და თქვენ მდიდრდებით!!! ხალხნო, ეს რა ხდება?! ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება!!! რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერს ეს რისხვა არ ეხება, მაგრამ სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა?! – ამის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.


„პატივცემულო საზოგადოებავ, მე მივიღე სიგნალი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ.


გაცნობეთ თქვენ, ხალხს, რამეთუ ყველა ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს თქვენთვის!


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე თუ რამე თანხა ირიცხება, ის თანხა პირადი ფუფუნებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს, თუ საჩუქარს ღებულობს, დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს!


სამწუხაროდ, ხალხში უნდობლობა გაჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. კეთილი ინებეთ, ხალხს დაელაპარაკეთ და სიმართლე უთხარით, რა ხდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ ვრცელდება ხმები პარტიის შიგნით ფიზიკურ დაპირისპირებაზე?!


სანამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას გააკეთებს, მე ხალხს გავაცნობ კონკრეტულ ინფორმაციას:


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ფეისბუქგვერდის რეკლამაზე დახარჯულ, ენმ-ს გადარიცხულ თანხებს


დახარჯული თანხა შეადგენს:

 

177 583$

 

4 აგვისტო, 2020 წელი

 

3 თებერვალი, 2022 წელი.

 

/ წყარო, „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა/


მე არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ხალხს წარვუდგენ საჯარო ინფორმაციას დახარჯული თანხის შესახებ!

განუმარტეთ საზოგადოებას, რატომ ხდება, რომ ხალხი შიმშილობს და თქვენ, ოპოზიცია, ჩემი აზრით, უზარმაზარ თანხებს ხარჯავთ არამიზნობრივად?!


საქართველო კორუფციის გარეშე!

 

პატივისცემით, პოლიტდევნილი, პოლიციისა და სამხედრო პოლკოვნიკი იოსებ თოფურიძე“, - წერს თოფურიძე „ფეისბუქზე“.


მისი მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა წელიწადში 1 471 000 ლარი უჯდება.

 

„საქართველოში თანამდებობაზე ყოფნის დროს მე და ჩემი კოლეგები, ვიცავდით თქვენს უფლებებს! დღეს მე გახლავართ პოლიტდევნილი. მიუხედავად ამისა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც შემეძლება, ყოველთვის დავიცავ ჩემი ხალხის უფლებებს და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს ჩემი ხალხის მოტყუება! ეს წუთია, მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც, ძალიან გამაღიზიანა!!

 

რა უჯდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა:

 

ფეისბუქი – 500 000

 

დაცვის ხელფასი: 18 000. თვეში!

 

საწვავი ოთხი ტონა: 12 000 თვეში!

 

ხელფასი – 10 000 თვეში!

 

უცხოეთში ვოიაჟები: 41 000!

 

ჯამი – 81 000 თვე

 

პლიუს რეკლამები, სულ, წელიწადში 1 471 000 !!!!


ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ?! ჩვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, შეუპოვარი დათა ახალაიას მეთაურობით, მთელი დეპარტამენტი 24 საათი ვებრძოდით კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალებს, სიკვდილ-სასიცოცხლო ბრძოლაში, ყოველდღე ადამიანების უსაფრთხოებას ვიცავდით, ქვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას ვიცავდით!!! ჩვენ შევძელით შეუძლებელი, მაფია დავამარცხეთ!!!


არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2012 წელს სამშობლო დავტოვეთ! 10 წელი იძულებით პოლიტდევნილობაში ვართ! 10 წელი, ჩემი გმირი მეგობრები საპყრობილეში იხდიან არჩადენილ სასჯელს! საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ოპოზიციის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საპყრობილეში, პოლიტპატიმარია და თქვენ, ზოგ-ზოგიერთებმა ფუფუნება მოუწყვეთ თქვენს თავებს?! ხალხი შიმშილობს და თქვენ მდიდრდებით?!!! თქვენ ხართ ოპოზიცია?! თქვენ, ოქრო-ვერცხლს დამონებულო ზოგიერთო ოპოზიციის წარმომადგენლებო, ჩვენს გაკვალულ გზაზე მოხვედით და 10 წელი ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისროდით ჩვენზე, რომ პასუხისმგებლობას იღებთ იმაზე, რაც ხდებოდა! ცუდი რა ხდებოდა ?! სამშობლოს სიყვარული, რეფორმები, ქვეყნის აღმშენებლობა, დანაშაულია?!


თუ ვინმე სამართალდამცავმა დანაშაული ჩაიდინა, რაც სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ხელისუფლების დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ყველა დაპატიმრებული იქნა! ვისაც არ სჯერა, გადაამოწმოს და დარწმუნდება, რომ მე, იოსებ თოფურიძე სიმართლეს მოგახსენებთ! აბა, რაზე იღებთ პასუხისმგებლობას?!


თქვენ თუ რამე დანაშაული იცოდით და დამალეთ, ე.ი. თქვენ ყოფილხართ სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენ რატომ ვართ ციხეში ?! რატომ ვართ დევნილობაში?! თქვენ, ჩვენზე გადატეხეთ ჯოხი და ცხოვრება მოიწყვეთ!!! არავის, არავის, არავის ეპატიება ხალხის მოტყუება და ხალხის კუთვნილი ფულის მითვისება!!!! საქართველო შიმშილობს, ხალხი თქვენ იმედის თვალით შემოგცქერით და თქვენ მდიდრდებით!!! ხალხნო, ეს რა ხდება?! ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება!!! რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერს ეს რისხვა არ ეხება, მაგრამ სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა?! თქვენი, თქვენი შემოსავალიც დასათვლელია! ამ საქმის მიჩუმათება არ შეიძლება, ვის აყრით ნაცარს თვალებში, ხალხს, რომლებმაც მანდატი მოგცათ პარლამენტში შესასვლელად, იმ ხალხს ძარცვავთ?!! გამოსავალი იპოვეთ, არა? ნიკა მელიას გაათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან? ტაში, ყოჩაღ!!!


წინასწარ, გადამოწმების გარეშე, მე დასკვნის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ თუ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენება, ხალხის, ბიუჯეტის ფულის უკანონოდ მითვისება, მაშინ, ყველა დამნაშავე: ყველა ციხეში! ყველა ციხეში! ყველა ციხეში! ჩემს ქვეყანაში ხალხის უფლებები უზენაესი უნდა იყოს!!! საქართველო კორუფციის გარეშე!!! რას და ვის უძლებდი, ჩემო მიშა!!!! ქართველო ხალხო, შემართებით! საქართველო უპირველეს ყოვლისა!

 

თოფურიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს, ამჟამად მიმალვაში იმყოფება.  საქმე ეხება 2005 წელს ჩადენილ დანაშაულს.

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა იოსებ თოფურიძეც, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ე. წ. "მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, უხეშად მიმართეს“.

ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა როგორც იოსებ თოფურიძეს, ასევე მის უფროსს, დათა ახალაიას. ორივეს 3 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

 

თითქმის 8 წელი თოფურიძე თურქეთში ცხოვრობდა, საიდანაც უკანონოდ გადაკვეთა ბულგარეთის საზღვარი და ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

 

კომენტარები: 145
#65   Margene
      
is hgh the same as testosterone

References:


hgh 1 iu per day results [autovin-info.com]
6 ნოემბერი 2025 09:11
#64   Benito
      
hgh vs testosterone for fat loss

References:


was Ist hgh bodybuilding
6 ნოემბერი 2025 00:26
#63   Cerys
      
side effects of hgh injections

References:


Best Hgh Dosage For Bodybuilding (Kanban.Xsitepool.Tu-Freiberg.De)
6 ნოემბერი 2025 00:08
#62   Mark
      
5 ნოემბერი 2025 21:14
#61   Indiana
      
how many iu of hgh per day

References:


hgh cycle for bodybuilding (obyavlenie.ru)
5 ნოემბერი 2025 18:59
#60   Tania
      
hgh before and after pictures

References:


hgh vs testosterone for muscle, Muhammad-Ali.com.az,
5 ნოემბერი 2025 17:11
#59   Virgil
      
hgh bodybuilding dose

References:


john cena hgh - md.un-Hack-bar.de,
5 ნოემბერი 2025 14:17
#58   Kraig
      
recommended dosage of hgh for bodybuilding

References:


how Much hgh for bodybuilding (lida-stan.by)
5 ნოემბერი 2025 12:14
#57   Sasha
      
how much hgh to take a day

References:


hgh timeline (autocela.lv)
5 ნოემბერი 2025 12:09
#56   Marguerite
      
hgh erhöhen

References:


Hgh Fat Loss Before And After - Https://Brandmoshaver.Com/User/Dryercollar57,
5 ნოემბერი 2025 01:44
#55   Brittny
      
hgh diät

References:


hgh cycle length (Downarchive.org)
5 ნოემბერი 2025 01:38
#54   Deangelo
      
before after hgh

References:


sytropin Hgh spray; www.hulkshare.com,
4 ნოემბერი 2025 05:20
#53   Michael
      
hgh vor dem training

References:


hgh vs testosterone for fat loss (bookmarks4.men)
3 ნოემბერი 2025 22:23
#52   Malorie
      
hgh iu dosage

References:


hgh cycle results (https://output.jsbin.com/lutipazese)
3 ნოემბერი 2025 03:55
#51   Ariel
      
hgh booster supplement

References:


Hgh For Beginners (Https://Www.Mixcloud.Com/)
3 ნოემბერი 2025 03:39
#50   Zane
      
wieviel mg ist eine einheit hgh

References:


hgh 4 einheiten am tag (justbookmark.win)
3 ნოემბერი 2025 03:05
#49   Shantae
      
sylvester stallone hgh

References:


3 iu hgh per day results (Https://ajarproductions.com/pages/products/in5/answers/user/daisyguide36)
3 ნოემბერი 2025 01:32
#48   Nelly
      
2 ნოემბერი 2025 23:20
#47   Jovita
      
hgh cycle for beginners bodybuilding

References:


hgh and testosterone for bodybuilding - Https://apunto.it/ -
2 ნოემბერი 2025 22:54
#46   Kasey
      
what are the symptoms of steroids

References:


80aaaokoti9eh.рф
2 ნოემბერი 2025 13:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი