მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი, რომელიც 28 წელია სკოლას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მე-20 საუკუნის 90-იან წლებსა და დღევანდელობას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა
13-01-2023, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი უკვე 28 წელია, რაც სკოლის ხელმძღვანელია. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 1995 წელს დაინიშნა და ამბობს, რომ საგანმანათლებლო სფეროში არსებული მდგომარეობის მხრივ გასული საუკუნის 90-იან წლებსა და დღევანდელობას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი

 

 

„თუნდაც ხელფასების საკითხი ავიღოთ. ჯერ, საკმაოდ დაბალი იყო ხელფასი, მერე კი თვეების განმავლობაში და ხშირად წელიწადიც კი ვერ ვიღებდით იმ მიზერულ ხელფასს. მიუხედავად ამისა, მაინც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და წვალებით, მაგრამ მივედით უკეთეს მდგომარეობამდე, როცა უკვე სტაბილურად დაიწყო ხელფასების დროულად გაცემა და მასწავლებლების ხელფასების მატებაც.

 

 

 

 

„დღეს სურათი, მოგეხსენებათ, კარდინალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. ავიღოთ თუნდაც სახელმწიფო ენის სწავლება. თუკი 90-იან წლებში კვირაში 1-2 საათი ეთმობოდა ქართულ ენას, ახლა 5 საათია გამოყოფილი და შედეგიც სახეზეა“, - განუცხადა მაგარამ ხალილოვმა GUARDIAN.GE-ის.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის პედაგოგები

 


ხალილოვის ინფორმაციით, ბოლო წლებში ახლოლალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების რაოდენობის მხრივ მატებაა და 2023-23 სასწავლო წლისთვის სკოლაში 140 მოსწავლე ირიცხება, მაშინ როცა გასულ წლებში მათი რაოდენობა 120-დან 130-ამდე მერყეობდა.

 

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის პედაგოგები

 

 

დირექტორის თქმით, ახლოლალოს საჯარო სკოლაში სულ 18 პედაგოგი ასწავლის და ამჟამად მხოლოდ ორი უფროსი მასწავლებელი ჰყავთ, წამყვანი კი არც ერთი, უმრავლესობა ჯერ კიდევ პრაქტიკოსია, ადმინიტრაცია კი ექვსი პერსონალისაგან შედგება.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი (ხელმარცხნოვ) და ამავე სკოლის ბუღალტერი იასიმ იმანოვი (ხელმარჯვნივ)

 

 

ხალილოვის განცხადებით, სკოლას კაპიტალური რემონტი 2010 წელს ჩაუტარდა და მას შემდეგ, მხოლოდ მიმდინარე რემონტი გაკეთდა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის ბუღალტერი იასიმ იმანოვი

 

 

როგორც მაგარამ ხალილოვმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, მას საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობა სურდა, თუმცა რეგისტრაციისას პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ პასპორტსა და დიპლომში მისი სახელი სხვადასხვაგვარად არის ჩაწერილი, კერძოდ პასპორტში "მაჰარამი" უწერია, დიპლომში "მაგარამი". ეს შეუსაბამაბობა კი, დარეგისტრირებაზე  უარის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, იგი ტესტირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.      

 

 

 


მან აღნიშნა, რომ თავისი 28-წლიანი დირექტორობის პერიოდში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ნორმალურად ყოფილიყო წარმართული და რთულ პერიოდშიც კი ცდილობდა კოლეგების დარწმუნებას იმაში, რომ მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლებოდა უკეთესობისკენ.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაგარამ ხალილოვი პედკოლექტივთან ერთად

 

 

„სკოლაში კარგი ატმოსფეროა შექმნილი. კოლექტივის მხრიდან ყოველთვის თანადგომას ვგრძნობდი. ასევე, დიდი მხარდაჭერა გვაქვს მარნეულის რესურსცენტრისაგან, თავად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. მინდა მადლობა ვუთხრა მათ გვერდში დგომისათვის.

 

 

 

 


„თამამად ვიტყოდი, რომ დღეს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოზარდებმა საქართველოს სახელმწიფო ენა სათანადოდ შეისწავლონ. ვწუხვარ, რომ ჩვენი ბავშვობის პერიოდში კვირაში მხოლოდ ერთი საათი ისწავლებოდა ქართული ენა და ამიტომაც, აქაც და მიმდებარე სოფლებშიც ჩემი თაობის აზერბაიჯანელებმა, ვწუხვარ, რომ არ ვიცით სახელმწიფო ენა. დღეს უკვე თავად მოსახლეობაში გაჩნდა იმის სურვილი, რომ მათმა შვილებმა იცოდნენ ქართული, რადგან კარგად ხედავენ, რომ ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთული ხდება“, - აღნიშნა მაგარამ ხალილოვმა.

 

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის ქართულის როგორ მეორე ენის მასწავლებელი ლეილა მამედოვა პირველ კლასელებს გაკვეთილს უტარებს - გაკვეთილი საქართველოს ეროვნული ჰიმნით იწყება










 

 

GUARDIAN.GE მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ახლოლალოს და დამია გეორარხის საჯარო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის უფროს მასწავლებელს, ელზა ლურსმანაშვილს ესაუბრა.

 

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახლოლალოს და დამია გეორარხის საჯარო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ელზა ლურსმანაშვილი სკოლის დირექციის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსზეა წარდგენილი, თუმცა როგორც იგი GUARDIAN.GE -ისთან საუბარში ამბობს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სურს მენტორის სტატუსამდე აიმაღლოს კვალიფიკაცია, ამ ეტაპზე კი, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობისთვის ემზადება.

 


GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე:  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახლოლალოს და დამია გეორარხის საჯარო სკოლების  ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ელზა ლურსმანაშვილი გაკვეთილის ჩატარების პროცესში

 


ელზა ლურსმანაშვილი ორ საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლობის პარალელურად 4 სკოლაში - ახლოლალოს, დამია გეორარხის, ზემო სარალის და იმირის საჯარო სკოლებში საქმის მწარმოებლადაც მუშაობს. 

 

 

 


GUARDIAN.GE - რა პერიოდიდან ასწავლით მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ქართულ ენას?

 


ელზა ლურსმანაშვილი: 17 წელია, რაც ქართულს ვასწავლი. ადრე აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი იყო ჩამოყალიბებული მარნეულში და იქაც მასწავლებლად ვიყავი მიწვეული. უფასო წრე ჩამოვაყალიბე სოფლებში და ხელს ვუწყობდი ქართული ენის შესწავლას. იქ სამი წელი დავყავი, შემდეგ დაიშალა ეს ცენტრი, 2010-2012 წლებში ვმუშაობდი აღნიშნულ ცენტრში.

 

 

ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა კი, თავდაპირველად დამია გეორარხის საჯარო სკოლაში დავიწყე. მაშინ ძალიან ცოტა იყო ქართულის საათები, 3 საათი მქონდა და ამავე დროს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ვეხმარებოდი, ანუ ბილინგვურ სწავლებას ვნერგავდით. მაშინ ისე განვითარებული არ იყო ბილინგვური სწავლება არაქართულენოვან სკოლებში. ჩვენმა დირექტორმა ისურვა, რომ ხელი შეეწყო ამ მიმართულებით. მაგალითად, ბუნებას რომ ჩაატარებდა აზერბაიჯანულ ენაზე მასწავლებელი, მე საკვანძო სიტყვებს ქართულად ვასწავლიდი ბავშვებს, ანუ ორივე ერთად ვატარებდით ხოლმე გაკვეთილს. ამისათვის სკოლა თავისი ბიუჯეტიდან მიხდიდა დანამატს. პირველ კლასს ვასწავლიდი დაწყებითში და ამავე პირველი კლასის დამრიგებელს ვეხმარებოდი სხვა საგნების ჩატარების დროს - 15-20 წუთს გამომიყოფდა-ხოლმე. მაშინ 45-წუთიანი გაკვეთილები იყო და ის რომ აზერბაიჯანულ ენაზე ატარებდა, მე ქართულად ვუხსნიდი გაკვეთილს და ამ სახით ინერგებოდა ბილინგვური სწავლების მეთოდი.

 

 

 


GUARDIAN.GE - როგორ შეადარებთ მოსწავლეთა17 წლის წინანდელ და დღევანდელი მომზადების დონეს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში?

 


ელზა ლურსმანაშვილი: „სხვაობა აშკარად თვალშისაცემია. იმ პირობებში, როცა უკვე ქართული ენის სწავლებას კვირაში 5 საათი ეთმობა, მოსწავლეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ. თან ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვართ. ყევლას არ აქვს ქართულის, როგორც უცხო ენის ათვისების უნარი, მაგრამ ხშირად ვცდილობთ, რომ თამაშებით ან ფილმებით ან კიდევ რაღაც სხვა საშუალებით ვისარგებლოთ, რომ ისე არ დარჩეს მოსწავლე, რომ რამე მაინც არ გაიგოს, ვაცნობიერებინებთ, რომ საჭირო და აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, თუკი საქართველოში უნდათ ცხოვრება.

 

 

 


GUARDIAN.GE - ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში გამოკვეთილია იმის ტენდენცია, რომ ქართული ენის სწავლების აუცილებლობა უფრო გააზრებული აქვს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას - მშობლებს, რომლებიც შესაძლოა, მთავარი მოტივატორები იყვნენ თავინთი შვილებისთვის - მასწავლებლებთან ერთად - და ასევე, მათ შვილებს?

 


ელზა ლურსმანაშვილი: დიახ, რადგან როცა თავად აწყდებიან ენობრივ სირთულეებს, აღარ უნდათ თავინთი შვილებიც წააწყდნენ ამას. საავადმყოფოებში ან სხვადასხვა უწყებაში რომ არიან წასასვლელი, მიჰყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც ორივე ენას ფლობს - აზერბაიჯანულსაც და ქართულსაც. თავისთავად, ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებს მოითხოვს და უკვე გააცნობიერეს, რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, რადგან გარდა ზემოთნახსენები პრობლემებისა, ვერც სამსახურს იშოვიან და ვერც ვერაფერს გააკეთებენ, თუ ენა არ ეცოდინებათ. ასე რომ, პირველ რიგში მშობლებიც უფრო დაინტერესებული არიან, კერძო მასწავლებლებთანაც დაჰყავთ თავიანთი შვილები მოსამზადებლად, სკოლაშიც უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას. ადრე, მაგალითად, ბავშვებს არ უყვარდათ საშინაო დავალების შესრულება, ახლა ეს სურათი შეცვლილია და ინტენსიურად ასრულებენ დავალებებს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი ახლაც არ აკეთებს დავალებას, მაგრამ მშობლების ყურადღების გამო, ამ მხრივ სადღეისოდ ნაკლებად დგას ეს საკითხი და მეტწილად აღმოფხვრილია ეს პრობლემა.

 

 

 

 


GUARDIAN.GE - როგორც ვიცი, თავადაც ფლობთ აზერბაიჯანულ ენას. რამდენად გეხმარებათ ეს საგაკვეთილო პროცესის უკეთესად წარმართვაში?

 

 

ელზა ლურსმანაშვილი: დიახ, თავისუფლად ვსაუბრობ აზერბაიჯანულ ენაზე. თავად მე მოვინდომე, რადგან როცა ახალ კოლექტივში მოვხვდი, მინდოდა მათთან მეგობრული და კეთილი ურთიერთობა მქონოდა და როგორ მექნებოდა ეს ურთიერთობა, თუკი მათ ენას არ ვისწავლიდი. ასე რომ, დიდი შემართებით შევუდექი სწავლას. ზოგი მასწავლებლებისგან ვისწავლე, ზოგი რამ მოსწავლეებისგან, მეზობლებისგან, ამავე დროს, ფილმებს ვუყურებდი ხოლმე. ერთი სიტყვით, სასაუბრო ენა ავითვისე, მერე უფრო განვავითარე ეს პროცესი. თვითონაც უხარიათ. „მე ხომ თქვენ პატივს გცემთ და აზერბაიჯანული ენა ვისწავლე თქვენი სიყვარულით, თქვენც უნდა მცეთ პატივი და თქვენც უნდა ისწავლოთ-მეთქი ქართული ენა“, ვეუბნებოდი მათ. ახლა შედარება არაა. ენის კურსშიც ჩართულები არიან, ემზადებიან, უკვე ბ1 დონე პედაგოგების უმეტესობას თითქმის გავლილი აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მეხმარება აზერბაიჯანული ენის ცოდნა გაკვეთილების ჩატარებისას, ვიტყოდი, რომ ეს შესაძლოა, უპირატესობაა, მაგრამ ვცდილობ ძირითადად ქართულ ენაზე ავუხსნა ყველაფერი, რადგან კარგ შედეგს ეს უფრო იძლევა.

 


მე თავად ხარაგაულელი ვარ. როცა მარნეულის რაიონში წამოვედით, ჩემი შვილი 2 წლის იყო, ერთი ბიჭი მყავს, იურიდიული დაამთავრა და თვითონაც სასწავლო პროცესში ჩაერთო, ძალიან შეუყვარდა ეს პროფესია და ახლა სოფელ ქვემო სარალში ბილინგვური სწავლების კოორდინატორია“.

 

 

 

 


GUARDIAN.GE - იმ პედაგოგების გარდა, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენაა, აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართულ ენას ასწავლიან თავად ეთნიკური აზერბაიჯანელებიც, რომელთაგან ყველას არ აქვს გამოცდა ჩაბარებული და დღემდე პრაქტიკოსებად რჩებიან. თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად ეფექტური არიან არასერტიფიცირებული პედაგოგები?

 


ელზა ლურსმანაშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ არიან ასეთი პედაგოგებიც... ერთ-ერთ პედაგოგს უთქვამს ჩემთვის, რომ 300 სიტყვა ვიციო მხოლოდ ქართული... და ასეთი ადამიანი ქართული ენის მასწავლებელია, ანუ 300 სიტყვა თუ იცის, ფიქრობს, რომ ქართულ ენას ფლობს. ვწუხვარ, რომ ასეთი პედაგოგებიც არიან. ამიტომ აუცილებელია საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ ხდება მარნეულში და არიან ასეთი მასწავლებლებიც.

 

 

 


GUARDIAN.GE - როგორც ჩანს, კადრების დეფიციტიცაა.

 


ელზა ლურსმანაშვილი: არის ნამდვილად. ჯერ კიდევ ბევრი პრაქტიკოსი მასწავლებელია აზერბაიჯანულენოვან სკოლებში, რადგან მათ 2023 წლის ბოლომდე აქვთ მუშაობის უფლება. ორივე სკოლის დირექტორი კრიტიკულადაა განწყობილი ამ მხრივ. ეუბნებიან მასწავლებლებს, რომ 2023 წლის შემდეგ, თუკი ვერ ჩააბარებენ გამოცდებს, მოუწევთ მათ ნაცვლად სხვების აყვანა. დამია გიურარხში ქართულის 4 მასწავლებელი ვართ და ოთხივე სერტიფიცირებული, მაგრამ ახლოლალოში ორ მასწავლებელს ცოტა პრობლემები აქვს და ყოველთვის აფრთხილებს დირექტორი, რომ რაღაც მოიფიქრეთ, ან უნდა იმეცადინოთ და ჩააბაროთ ქართული ენა წლის ბოლომდე, ან არადა მე ვაკანსიის გამოცხადება მომიწევსო, ეუბნება.

 

 

 


GUARDIAN.GE - თქვენი სკოლა საბაზოა. სად განაგრძობენ მოსწავლეები სწავლას 9 კლასის დამთავრების შემდეგ?

 


ელზა ლურსმანაშვილი: ახლოლალოს მე-9 კლასელები სწავლას განაგრძობენ დამია გიურარხში. როცა გადმოდიან, ზოგჯერ შეუთავსებლობა იჩენს თავს, რადგან არ იცნობენ ერთმანეთს და კონფლიქტები და გაუგებრობები ხდება. აქედან გამომდინარე, გასულ წელს გავაკეთე პროექტი, მოვიფიქრე, როგორ დამეგობრებულიყვნენ ეს ბავშვები, ეს მეცხრე კლასელები - ორივე სკოლაში მეცხრე კლასელებს ვასწავლი - რომ მსგავსი უსიამოვნებები თავიდან აგვეცილებინა. ორივე სკოლის მოსწავლეები ერთად წავიყვანე ექსკურსიაზე, მოვაწყე ინტელექტუალური შეჯიბრებები, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ახლა უკვე დაბადების დღეებზე ეპატიჟებიან ერთმანეთს და სულ ამბობენ, როდის გადმოვალთო, რომ ერთად ვისწავლოთ დამია გიურარხის სკოლაშიო.

 

 

 


GUARDIAN.GE - რამდენად გამართულად საუბრობს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული?

 


ელზა ლურსმანაშვილი: ინფორმაციას გებულობენ, კითხულობენ, საბაზო დონეზე იციან ქართული ენა, ყველამ არა, მაგრამ უმეტესობამ.

 

 

 


GUARDIAN.GE - რა ინფორმაციას ფლობთ, რომელ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას - საქართველოს თუ აზერბაიჯანის?

 


ელზა ლურსმანაშვილი: უმეტესობა თბილისში მიდის სასწავლებლად. მე ვიცი ძალიან ბევრი, რომ აქ თუ ნათესავი ჰყავთ და მოსწავლემ ბაქოში დაამთავრა, ამბობენ, რომ საქართველოში უფრო იაფია სწავლა და ისინიც კი საქართველოში მოდიან სასწავლებლად.

 

 

 


GUARDIAN.GE - მოგეხსენებათ, დირექტორების მსურველთა სერტიფიცირება იწყება. დამია გიურარხის და ახლოლალოს საჯარო სკოლების დირექტორები არ დარეგისტრირებულან გამოცდაზე. თქვენ ხომ არ გეგმავთ ტესტირებაზე გასვლას?

 


ელზა ლურსმანაშვილი: 2020 წელს, პირველი ეტაპის დროს დავრეგისტრირდი, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც დირექტორობა მინდოდეს და ამის დიდი ამბიცია მქონდეს. უბრალოდ, მინდა აქაც ვცადო ბედი. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა მაქვს ფეხზე და ეს არ მიწყობს ხელს უფრო აქტიური ცხოვრება მქონდეს. ორჯერ გავიკეთე ოპერაცია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ თავს ძალას ვატან და სულ გაკვირვებულები არიან მასწავლებლები, ჩვენ არც ხელი გვაწუხებს და არც ფეხი და შენ რომ აკეთებ, იმდენ საქმეს ჩვენ მაინც ვერ ვაკეთებთო. ვნახოთ როგორ იქნება... მინდა მენტორობამდე ავიმაღლო კვალიფიკაცია. ახლა უფროსი მასწავლებელი ვარ, ვემზადები წამყვანობისთვის, ტრენინგებს გავდივარ მენტორთან. დამია გიურარხის სკოლის დირექტორმა წარმადგინა წამყვანობის სტატუსზე და ჯერ არ შეგვხმიანებიან.

 

 

 

 

GUARDIAN.GE - თქვენ ფაქტობრივად, ბოლო ორი ათეული წელი მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობთ და მუშაობთ. როგორ შეადარებთ 20 წლის წინანდელ პერიოდს დღევანდელობასთან? რამდენად უფრო მეტად არის ადაპტირებული ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ სახელმწიფოსთან?

 


ელზა ლურსმანაშვილი: სხვაობა საგრძნობია. აქაური აზერბაიჯანელები ხშირად ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველანაირად გვიწყობსო ხელს. კმაყოფილები არიან. ძალიან მადლიერი არიან, რომ მხოლოდ ერთი გამოცდით ეწყობიან უნივერსიტეტებში. ის, რომ უფასო კურსები არის ჩამოყალიბებული სკოლებში პედაგოგების განვითარებისთვის, ესეც მოსწონთ. სახელმწიფოს მიმართ ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავენ ამ კუთხით. ისედაც, ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სკოლებს. რესურსცენტრი მაქსიმალურად გვეხმარება, ყოველთვის კითხულობს თუ რა გვესაჭიროება დამატებით. ძალიან კარგი პიროვნებაა ჩვენი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ხანალი გახრამანოვი - ჰუმანური ადამიანია. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ აქაური ხალხი ძალიან მშრომელია და მათ დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში.

 

 

 

 

დაბლა GUARDIAN.GE-ის ფოტოებზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები

 

 












 

 

 

 

კომენტარები: 395
#315   Casie
      
which body type is more common in men and associated with the
most negative health risk?

References:
bookmarking.stream
26 იანვარი 2026 14:03
#314   Merri
      
ripped muscle extreme review

References:
https://lynn-ottosen-2.hubstack.net/
26 იანვარი 2026 08:38
#313   Dorthy
      
References:


Hollywood casino cincinnati

References:
humanlove.stream
25 იანვარი 2026 15:43
#312   Humberto
      
References:


Mobile slots

References:
linkvault.win
25 იანვარი 2026 05:12
#311   Chastity
      
References:


Skagit casino

References:
https://vacuum24.ru
25 იანვარი 2026 01:11
#310   Aliza
      
legal steroids dbol reviews

References:
timeoftheworld.date
24 იანვარი 2026 14:43
#309   Wilda
      
References:


4 week anavar before and after male

References:
volleypedia.org
22 იანვარი 2026 14:42
#308   Georgia
      
cattle steroids for sale

References:
ai-db.science
22 იანვარი 2026 12:28
#307   Anya
      
which of the following are functions of steroids? select all that apply.


References:
https://pad.karuka.tech/s/z_8bJnsSmy
22 იანვარი 2026 09:22
#306   Ashleigh
      
anabolic steroids and cancer

References:
scientific-programs.science
22 იანვარი 2026 01:58
#305   Irish
      
References:


Anavar before or after meal

References:
bitspower.com
21 იანვარი 2026 17:11
#304   Shoshana
      
21 იანვარი 2026 08:46
#303   Carmen
      
anabolic steroids online pharmacy reviews

References:
https://hikvisiondb.webcam/
21 იანვარი 2026 05:31
#302   Lester
      
20 იანვარი 2026 17:24
#301   Deanne
      
References:


Anavar results before after

References:
www.24propertyinspain.com
20 იანვარი 2026 14:42
#300   Jonathon
      
Cashable no deposit bonuses are those you can withdraw in full once
you meet the wagering requirements and other terms agreed.
Moreover, you can always enjoy playing at online casinos based offshore.
Not only do we evaluate all of the casinos for you, but we even negotiate for exclusive online casino bonuses.
Experience the thrills of playing for a big prize at online casinos in Australia.
Table games offer the classic casino experience to players in Australia.

Here are the most common terms and conditions that you'll need to understand before claiming a free spins bonus.
Here are the simple steps on to claim and activating
a free spins with no deposit bonus On each casino review, we always break down candy96.fun exactly how you can claim
and activate free spins as straightforwardly as possible.
While we don't 100% agree with that statement when it
comes to these new player offers, there are some things you should know before deciding if they are for you.
For example, deposit free spin bonuses might state that you will get 50 free spins when you make your first deposit
of $20 or more.
But if you ever run into an issue with a code or bonus not working, we’re always here
to assist. The free spins are played on the Elvis Frog Trueways pokie and are worth a total of A$2.
The code needs to be entered during the registration process,
and once registration is complete, the spins can be activated by clicking the bell in the menu.

Once registered, the spins can be activated from your account
profile by clicking on your initials in the menu.

The code needs to be entered during the signup process by clicking the "I have a bonus code" box.
To claim, create an account, verify your email by clicking the link sent to it,
and then click on the profile icon in the menu.

References:
https://lr-mediconsult.de
11 იანვარი 2026 23:43
#299   Florene
      
Whether you’re just starting or you’re a seasoned player, these
Aussie-friendly casinos offer something for everyone.
That’s why you’ll hear phrases like "the gaming industry," even though they’re
really talking about casinos and betting. Keeping your online casino experience safe
and enjoyable should always be your top priority. Some sites are designed
to take advantage of players, so knowing what to avoid can save you money and stress.
Reload bonuses help regular players by giving them rewards.

Evolution candy96.fun Gaming is a leading provider in this space, managing a wide range of live
dealer games that enhance the gaming experience. These traditional casino games continue to attract
players with their engaging dynamics and potential for big wins.
From online pokies and slots to classic table games and thrilling live dealer
options, there’s something for everyone.

References:
https://didiaupdates.com/employer/sgr-asx:-stars-earnings-outlook-worsens-as-it-
prepares-for-new-owner-ballys
11 იანვარი 2026 23:14
#298   Flynn
      
We show you more than 1,500 slot machines, ranging from popular games with Megaways to themed adventures and old-school fruit machines.

Everyone in Australia will have the right tools to enjoy smooth, safe play every day
with this method. Always make sure you are entering the right information on the real website for our casino.

Scroll to the bottom and activate your free spins to play them.
Winnings from these spins carry a 35x wagering requirement,
which must be completed using real funds only — so be sure to keep that in mind.

To claim the bonus, sign up for an account and verify your
email address by clicking the link sent to your inbox.

If you want to play our casino on your phone,
tablet, or computer, you won't lose your
progress if you switch between devices. Along with limits,
bonuses, and safe payments, this site has everything you can see on your desktop.
To win quickly, only use one bonus at a
time, don't go over the maximum bets, and make sure you're playing an eligible game before you spin.

References:
candidates.giftabled.org
11 იანვარი 2026 13:05
#297   France
      
References:


Anavar and test before and after

References:
https://atavi.com/share/xn1nqxz1abvkq
9 იანვარი 2026 18:50
#296   Sima
      
References:


Spin palace mobile

References:
sciencewiki.science
9 იანვარი 2026 17:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი