I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
15-03-2017, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 


არტილერისტებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საიუბილეო ღონისძიებას გენერლაური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 


დღესვე, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოვა. სამ სამხედრო მოსამსახურეს მედლები „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა, ხოლო 10 სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის სახელით მადლობა გამოეცხადა.

 


საიუბილეო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართელოს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა „არსიანი“. ღონისძიების დასასრულს მიწვეულმა სტუმნრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

 


ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 1102
#2   Margarita
      
The exact same principle should apply when you are weighing up which KS sportsbook to use.


My blog; U.S.

Sports Betting
28 თებერვალი 2024 20:24
#1   Danni
      
I want to to thank you for this great read!! I certainly enjoyed every bit of it.
I've got you saved as a favorite to look at new stuff you post…

Here is my homepage ... Geremy
23 თებერვალი 2024 17:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი