თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე - დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე საუბრობს.
„არც ერთ არგუმენტი არ იყო დასაბუთებული, ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ასეთ ტიპის გადაწვეტილება მიიღო, მაშინ როდესაც სასამართლო თავად ადგენს სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად განმარტავს, რომ არ შეიძლება, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას ჰქონდეს სადამსჯელო ხასიათი. ის არის პრევენციული ხასიათის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ბრალდებული არ მიიმალოს და გამოცხადდეს სასამართლოში," განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საქმის პროკურორის განცხადებით, არ დასრულებულა საქმეზე მოწმეთა დაკითხვის პროცესი და არსებობს საშიშროება იმისა, რომ ბრალდებულმა მათზე ზეგავლენა მოახდინოს.
„მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ძალაში დატოვა ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღვეთის ღინისძიება პატიმრობა, ვინაიდან სასამართლო პროცესზე დასაკითხია მოწმეები, რომელთა უმრავლესობასთან ბრალდებულს აკავშირებს ნაცნობობა. გარდა ამისა, სხვა საკითხებიც უნდა ყოფილიყო განხილული, თუმცა ვერ განვიხილეთ, ვინაიდან დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით,“ განაცხადა პროკურორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.