ილია მეორე: რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
07-08-2023, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

 


„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

 


ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

 


ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

 


მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

 


„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“.

 


ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

კომენტარები: 21464
#10204   Camille
      
22 ოქტომბერი 2024 00:43
#10203   Garland
      
22 ოქტომბერი 2024 00:42
#10202   Rodrigo
      
22 ოქტომბერი 2024 00:41
#10201   Georgetta
      
22 ოქტომბერი 2024 00:38
#10200   Soon
      
My webpage ... PokerTube
22 ოქტომბერი 2024 00:04
#10199   Aidan
      
Feel free to surf to my web page; High stakes
21 ოქტომბერი 2024 23:28
#10198   Vincent
      
Also visit my homepage; Online Poker for money
21 ოქტომბერი 2024 23:26
#10197   Walker
      
Also visit my web site; Best Online Poker
21 ოქტომბერი 2024 23:25
#10196   Agnes
      
Review my homepage; PokerTube
21 ოქტომბერი 2024 23:24
#10195   Venus
      
my homepage; HighStakesDB
21 ოქტომბერი 2024 23:09
#10194   Sheena
      
Also visit my page: Online Poker Sites
21 ოქტომბერი 2024 23:08
#10193   Victoria
      
Feel free to surf to my web-site ... High Stakes Poker App

Also visit my web page - poker Online free
21 ოქტომბერი 2024 23:04
#10192   Esperanza
      
Also visit my web blog :: Daycare Near Me By
State


my webpage - high Stakes poker
Player
21 ოქტომბერი 2024 22:40
#10191   Dylan
      
21 ოქტომბერი 2024 22:34
#10190   Karolyn
      
21 ოქტომბერი 2024 22:27
#10189   Ilse
      
Also visit my web blog: play Poker
21 ოქტომბერი 2024 22:04
#10188   Silke
      
Also visit my web blog - Eric
21 ოქტომბერი 2024 21:44
#10187   Graig
      
Check out my page: Daycare Near Me (olivialeebenson.com)
21 ოქტომბერი 2024 21:27
#10186   Garry
      
21 ოქტომბერი 2024 21:11
#10185   Valentin
      
21 ოქტომბერი 2024 21:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი