„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
ბარამიძე აცხადებს, რომ მთავარია სისტემური დანაშაულის გამოძიება და არა მეისრეების დევნა.
”ბეჭედი უნდა დაესვას როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე სამართლებრივად, იურიდიულად თუ გნებავთ მორალურად იმ ადამიანების და პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობას, რომელმაც შექმნა ტოტალური მოსმენების და ადამიანების დაშინების, შანტაჟისა და წამების ინდუსტრია. უპირველეს ყოვლისა უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც გასცემდნენ დანაშაულებრივ ბრძანებებს, არიან ამ ხელისუფლების დროს გასული საქართველოდან და გატანილი აქვთ სახელმწიფოსა და ხალხის საკუთარი მილიარდობით დოლარი. გაინტერესებთ მათი მისამართი ბატონებო? გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის უკრაინა - ოდესა და კიევი“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მისი თქმით, ქვეყნისათვის სამარცხვინოა, რომ ამ ამაზრზენი სისტემის შემქმნელი, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, თავისუფლად დადის ერთი ქვეყნიდან მეორეში.
„ამ ხელისუფლების სირცხვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ხან ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაშია მიწვეული საპატიო სტუმრად და ხან მეორეში, გამოდის სიტყვით, თავისუფლად მართავს ლექციებს, ხოლო დღევანდელმა ხელისუფლებამ მას ბრალი მხოლოდ ხუთი კოსტუმის უკანონო შეძენაში წაუყენა და ბებიის 14 წლის ავტომობილი დაუყადაღა“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ვიდრე არ მოხდება ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაკავება და გასამართლება, მანამდე საზოგადოება მუდმივად იქნება ძალიან ბევრი საშიშროების წინაშე, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელების შიშის ქვეშ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.