ჩვენ ვთვლით, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია. საქართველოში ეს უფლება არავის ეზღუდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც ახსენა და თქვა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები პოზიტიურია.
"არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს" 2015 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერის აღმოსავლეთ ევროპაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Freedom House აქვეყნებს ძალიან პოზიტიურ ანგარიშებს საქართველოს შესახებ, ხოლო რაც შეეხება ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლებას, საქართველო, ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, ამ მხრივ მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.
2012 წლის შემდეგ ჩვენ შევქმენით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ციფრული სამაუწყებლო რეჟიმი. ჩვენ დამატებით ზომებს ვიღებთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო ნამდვილად დამოუკიდებელია და მის მუშაობაში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საკაბელო ტელევიზიები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი და, must carry და must offer პრინციპების შესაბამისად, არ შეზღუდონ ალტერნტიული მოსაზრებების მატარებლები," განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.