ქობულეთის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შშმ პირების მდგომარეობაზე, პრობლემებსა და საზოგადოებაში ადაპტირების საკითხებზე ისაუბრეს. მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
შშპ პირებთან შეხვედრა გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ და გენდერულ თანასწორობათა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.