წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 351,0 მლნ. ლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,0 პროცენტით.
„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15,9 პროცენტი) და მრეწველობა (15,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი)“,-აცხადებენ საქსტატში.
ორგანიზაციის ცნობითვე, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (29,0 პროცენტი), მშენებლობა (25,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (9,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,4 პროცენტი), განათლება (2,7 პროცენტი). კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (-3.1 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-1,7 პროცენტი) და ტრანსპორტში (-1,1 პროცენტი).
როგორც საქსტატში აცხადებენ, 2016 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.