„თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მომავალი წელი უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მომავალი წელი უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მაგრგველაშვილმა ამბასადორიალი 2016-ზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად ეწევიან.
„წინა წელი იყო სავსე გამოწვევებით, იყო ბევრი პრობლემა და სირთულე, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს და იმ ვითარებას, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკანდახევას ნიშნავს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვიაზრებდეთ იმას, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ყველა ის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც გვაძლევს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები",- განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკვე ველით უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.
„ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან. თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, იმ შედეგებს ბრიტანეთის რეფერენდუმისა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერაპექტივები გაეხსნას", -განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.