ბორჯომის სოფელი თორი პირველად განათდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი თორი პირველად განათდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ამიერიდან 9-კომლიანი სოფელი ელექტროენერგიას მზის პანელების საშუალებით მიიღებს.
მათივე ცნობით, განხორციელებული სამუშაოების შესრულების ხარისხს დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი ადგილზე გაეცნო.
გამგებლის განმარტებით, სოფელში დენი აქამდე არასოდეს ყოფილა. წლების განმავლობაში სოფლის მცხოვრებლებს უშუქოდ უწევდათ ცხოვრება.
„თითოეულ ოჯახს მზის ენერგიაზე მომუშავე ინდივიდუალური ელექტროენერგიის სისტემები დაუმონტაჟდათ. მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის განათების გარდა ტელევიზორის, პერსონალური კომპიუტერისა და სხვა საოჯახო ტექნიკის მოხმარების საშუალებასაც იძლევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივა კარგად იმოქმედებს მოსახლეობის დამაგრებაზე და გაზრდის ინტერესს სოფელში დასახლებისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს პირობის შესრულებისათვის და აღნიშნეს, რომ შუქის ანთება მათ სახლებში დიდი სიხარული იყო. მათივე განცხადებით, წლების განმავლობაში ტელევიზორისათვის გენერატორს მოიხმარდნენ, რომლის ყოველდღიური გამოყენება ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიერიდან კი ისინი მზის სუფთა, უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ, რაც საგრძნობლად დაზოგავს საოჯახო ბიუჯეტს.
ადგილობრივებთან შეხვედრის ბოლოს, გამგებელმა მოსახლეობას სხვა საჭიროებების მიღებისათვის დახმარება აღუთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.