ასპინძაში ქუჩებისა და ჩიხების გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც Guardian.ge-ს ასპინძის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20 ქუჩის განათების მოწყობა და აგრეთვე ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არსებული ყორე-ბეტონის დეკორატიულ ღობეებზე განათების შეცვლა.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ქსელაშენი’’. მისი ღირებულება 154 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.