სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონია სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.
ხაშური-სურამის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა პატრიარქსა და პრემიერს საჩუქრად ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.