გიორგი კვირიკაშვილი: ყველა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ლარის გამყარება უნდა დაიწყოს
30-04-2015, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ყველა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება.


„დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით არის პატარა ცვლილებები. მაგრამ ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, ვიფიქროთ, რომ გამყარება ეროვნული ვალუტით უნდა დაიწყოს, ყველა ლოგიკით. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ რუსეთში დაიწყო გამყარება – რუსეთში ხდება უკუკორექტირება, ვინაიდან, იქ იყო 200- პროცენტიანი დევალვაცია და ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის არის ხოლმე ზომაზე მეტი კონვერტაციები. ჩვენთან ჩვენი სავალუტო კურსი თითქმის ფუნდამენტთან ახლოს არის. მე ვიტყოდი, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული დღეს და ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ასევე, მან წინასაპრივატიზაციო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი დასრულებულია. მისივე თქმით, ყველა ობიექტი გავა პრივატიზებაზე. მინისტრი მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეიცვლება თუ არა ეკონომიკური გუნდი მინისტრთა ახალ კაბინეტში, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.


„ეკონომიკური გუნდის ცვლილებას რაც შეეხება, მე მგონი, ეს შეკითხვა უფრო პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, თუმცა ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 101
#1   tech
      
Cool stuff you have and you keep overhaul every one of us learn more about gaps
28 მაი 2022 18:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი