ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიის წარმომადგენელებთან საუბრისას ვანო მერაბიშვილის საქმეზე „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის, ჟოზეფ დოლის განცხადებას გამოეხმაურა.
„აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი, თუმცა ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, იყოს კანონის უზენაესობა. ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს, თუმცა შემდგომ ნაბიჯებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, განაცხადა იან კელიმ.
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, ჟოზეფ დოლმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.