გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოში ცხოველთა გრანულირებულ-კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო, თანამედროვე მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით აწარმოებს 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ/კომბინირებულ საკვებს ,,GEOFEED"-ს პირუტყვის (მსხვილფეხა, წვრილფეხა), ფრინველის და თევზის მოხმარებისათვის. აღნიშნული საკვები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ პროდუქტიულობის მაჩვენებლებს.
,,სოფლის მეურნეობის განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და სოფლის მეურნეობის დარგი გავხადოთ მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში და ზოგადად, ქართულ ეკონომიკაში, ერთმნიშვნელოვნად გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში", – განაცხადა შალვა ფიფიამ. მინისტრი ღონისძიებაზე დამსწრე ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა, მათი პრობლემებიც მოისმინა და დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული ის პროექტები, რაც დარგის მოკლე დროში განვითარებას შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საწარმო შპს "ფარიდის" მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციით (1.8 მლნ აშშ დოლარი) შეიქმნა. თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს წარმადობა შეადგენს 10 ტ/სთ-ში. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 25 ადამიანი და სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზრდება. პროდუქციის წარმოებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული მარცვლეული.
,,ქართული საკვების" (GEOFEED) პროდუქციის წარმოების გარდა, შპს "ფარიდის" დამფუძნებლები სამომავლოდ ინვესტიციების განხორციელებას მარცვლეულის საშრობი და შესანახი მეურნეობის მოწყობის და სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავეთათვის რეგიონული უნივერსალური ლაბორატორიის შექმნის მიმართულებით გეგმავენ.
საწარმოს გახსნის ცერემონიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და შპს ,,ფარიდის" დამფუძნებლებთან ერთად, ქვემო-ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ჩადუნელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი და მეცხოველეობა/მეფრინველეობის დარგში დასაქმებული ფერმერები ესწრებოდნენ.
http://moa.gov.ge/index.php?menuid=17&lang=1&id=54#.UvI8ZmKSzE4
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.