“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღმაშენებლის ხეივანში გამავალ მაგისტრალურ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ დაასრულებს. კომპანიამ აღმაშენებლის ხეივანში, 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა, რის ფარგლებშიც მაგისტრალის კიდევ ერთი, 300-მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა, თუმცა კომპანია ხვალ დილიდან, რეაბილიტირებული მონაკვეთის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებს განახორციელებს.
“სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს. ამ მიზნით, ხვალ, 3 ივნისის 10:00 საათიდან 4 ივნისის 18:00 საათამდე სასმელ წყალს გარკვეული პერიოდულობითა და მონაცვლეობით მიიღებენ:
სოფელი დიღმის ნაწილი, საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მიკრორაიონები, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაკეში: წყნეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირის ზედა ნაწილი, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, მცხეთისა და ზემო ვაკის ზოგიერთი ქუჩა, მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილი.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. კომპანია შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება 4 ივნისის, 18:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.