თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ძველი თბილისის გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში კალაუბანში, თუმანიანის ქუჩა N1-სა და N 3-ში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიცე-მერი ობიექტებზე არსებულ ვითარებას თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელ დავით ტალახაძესთან ერთად გაეცნო.
თუმანიანის ქუჩა N1 -ში უკვე მოეწყო საძირკველი, დაწყებულია სახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის პროცესი, ტარდება გარე და შიდა კედლების, გადახურვისა და კომუნიკაციების შეყვანის სამუშაოები. თუმანიანის ქუჩა N3-ში, საცხოვრებელი სახლი უკვე აშენებულია, მიმდინარეობს შენობის მოპირკეთება და ეწყობა ხის ჩუქურთმიანი აივნები. თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისათვის 2 000 000 ლარია გამოყოფილი.
კალაუბანში მოეწყო წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა საფეხმავლო და სამანქანო გზები, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემა და მთლიანად განახლდა უბნის ინფრასტრუქტურა. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხოვრებელ სახლებს შემდეგ მისამართებზე უტარდება: სამღებროს ქ.N5, ჯვარედინისქ.N10, 4/6 და 2, გომის ქ.N6, 7, 8, 9, 17 და 18, ბეთლემის ქ. N23, 25, 2/6, 15, 17, 19, 19ა და ბეთლემის ჩიხი N9. კალაუბანში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებისათვის 451 963 ლარია გამოყოფილი.
კალაუბანსა და თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, შემოდგომაზე დასრულდება. ფონდის მიერ საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფილი 60-მდე ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.