მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სერბ კოლეგასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რა დროსაც მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.