საქართველოს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში (27-31 მაისი) საქართველოს კანონის პროექტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას III მოსმენით უყრის კენჭს.
ინიციატივა, რომელიც ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით ითვალისწინებს - დეპუტატებს: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილს, სულხან მახათაძეს, ნინო წილოსანს და გელა სამხარაულს ეკუთვნით.
„კანონის პროექტის თანახმად, ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. ამასთანავე ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, აღარ იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი და აღნიშნული ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსით“, ნათქვამია კანონპროექტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.