"ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო,
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო!" - გალაკტიონი
ამ სტროფებში არის სრული ჭეშმარიტება და დიდმა პოეტმა, ისე, რომ მისხალი არ გადაუჭარბებია, უზუსტესი "გეოსტრატეგიული პოლიტიკური დიაგნოზი" დასვა! დიახ, ოდითგანვე ასე იყო, მუდამ "გადარჩენის რეჟიმში" იმყოფებოდა ქართველი ერი მთელი ამ საუკუნეების მანძილზე... საქართველო და ქართველობა, იყო და არის განუყოფელი ნაწილი მსოფლიო ცივილიზაციური პროცესებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ისტორია, მდიდარი სულიერი, კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა! ჩვენი გადარჩენა იმის დამსახურებაა, რომ გავხდით ქრისტიანული ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო და ქართველობა, როგორც ქვეყანა და ერი ვერ გადარჩებოდა! ქართველთა ყველა თაობის ოცნება და საზრუნავი იყო – საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება და განვითარება! ისტორიული ქარტეხილების სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენი გმირი და ბრძენი წინაპრები გარდამავალი წარმატებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ მათ წინაშე წამოჭრილი ურთულესი გამოწვევების გადალახვას და ბევრჯერ, ყოფნა-არყოფნის პირას მდგომი საქართველოს გადარჩენას, ქართველობის და ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნებას, რაც ერთსა და იმავეს ნიშნავდა! სწორედ ასეთმა თავდადებამ და ერთგულებამ შეაძლებინა მათ, რომ "ორ ზღვას შუა" მდებარე საქართველომ არ შეწყვიტა არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის მანძილზე საქართველო მუდმივად წარმოადგენდა ინტერესის და აგრესიის ობიექტს, სხვადასხვა წარმომავლობისა და აღმსარებლობის იმპერიების მხრიდან! ჩვენი დიდი მეფეების (ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე) მმართველობის ხანა იყო მცირე გამონაკლისი, როდესაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება შეულახავი და გარანტირებული იყო! დიახ, ქართველებს ხმალი არასდროს ჩაუგიათ, ისინი განუწყვეტლივ იბრძოდნენ თავისუფლების ან მოსაპოვებლად, ან შესანარჩუნებლად! მაგრამ, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ჩვენთვის უცხო იყო დიპლომატია, შორსმჭვრეტელობა და სხვა პოლიტიკური ხერხები, მით უმეტეს, რომ ჩვენს წინაპრებს საქმე ჰქონდათ უძლიერეს და მრავალრიცხოვან მტრებთან და მოკავშირეების არყოლის გამო, როცა "ძალა აღმართს ხნავდა", სულის მოსათქმელად ხშირად უხდებოდათ კაბალურ პირობებზე დათანხმება, - ისევ და ისევ, საქართველოს გადასარჩენად!.. დღესაც, როდესაც მოკავშირეების სიმცირეს თითქოს არ ვუჩივით, მაინც არაერთი გამოწვევის (არამარტო რუსული ოკუპაციის!) წინაშე დგას საქართველო და ქართველობა, ამიტომაც სიმამაცესთან ერთად გონიერება გვმართებს, როგორსაც მუდამ ავლენდნენ დიდი ქართველი მამულიშვილები!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.