საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე ქაბულში გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ჩაანაცვლა.
უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ძალთა დაცვის ამოცანების შესრულება იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.