თბილისში ბიზნესმენის, ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ ერთი პირი დაჭრეს. დაჭრილები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.
გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა.
„არ მინახავს დილის 05:00 საათის მერე. მძიმე მდგომარეობაშია, არ ვიცი. ჩემი შვილიშვილის სამმა მეგობარმა იქეიფა რესტორანში. საკმაოდ გვიან მოვიდნენ სახლში. შაბათი დღე იყო“,- განუცხადა გოგი თოფაძემ კლინიკასთან ჟურნალისტებს.
ექიმებს დაჭრილების ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან სამქეთა სამინისტროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.