ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის ახალი პროგრამები
25-08-2021, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გვიხარია და დიდი პატივია, რომ სახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" პროგრამების დახმარებით სვანეთში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და აქ ათობით ახალი სასტუმრო აშენდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მისი თქმით, შარშან, როდესაც პანდემიამ პირველად შეგვიტია, ასზე მეტმა სასტუმრომ და რესტორანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამების მოკლევადიანი დახმარებით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით, რამაც პრაქტიკულად მაშინ გადაარჩინა ეს ბიზნესი.

 


„ვიცით, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ხედავთ, რომ მაქსიმალურად გვერდში გიდგავართ და კვლავაც დაგიდგებით ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ტურიზმი სვანეთში განვითარდება როგორც არასდროს. სვანეთი არის ძლიერი და საინტერესო არა მხოლოდ როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ადგილობრივი მრეწველობის კვლავინდებური მხარდაჭერა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 


ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე მომზადებულია და პრემიერის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება ახალი პროგრამები - მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის პროგრამები.

 

 

„ეს არის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც რა თქმა უნდა, სვანეთსაც შეეხება. იმიტომ, რომ აქ ვითარდება მიკროსაწარმოები, საშენი მასალების წარმოება, ხის დამუშავება, მშენებლობა და ეს არის ის დარგები, რასაც ჩვენ ამიერიდან უფრო ძლიერად დავუდგებით გვერდში. ეს იქნება არა მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირება, ეს იქნება თანაგარანტირება, ეს იქნება გრანტები - ახალი კომპონენტი, რაც ეხლა შევიმუშავეთ. სწორედ ადგილობრივი წარმოების, დასაქმების მხარდაჭერა დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფად დავძლიოთ პანდემიის ნეგატრიური შედეგები და შევინარჩუნოთ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ყველას გამოვიყვანს ამ კრიზისიდან და პირიქით, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 103
#3   Arletha
      
Entretanto, é normal o bebe perder peso nos primeiros
dias
necessário ter dentro de consciência que experienciar momentos
a ansiedade é normal.
10 ნოემბერი 2021 17:06
#2   Dennis
      
Nice respond in return of this question with genuine
arguments and explaining everything on the topic of
that.

My blog - Tamara
10 ნოემბერი 2021 16:27
#1   Tosha
      
I know this website presents quality based
posts and additional data, is there any other website which provides these
information in quality?

my site ... Marilou
8 ნოემბერი 2021 21:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი