თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინების მიზნით ჩვენი ძალისხმევა უცვლელად გრძელდება და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშკარაა ზენგეზურის დერეფნის მნიშვნელობა, რომელიც დაამყარებს პირდაპირ საგზაო კავშირს რეგიონის ქვეყნებს შორის.
„ჩვენი ძალისხმევა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინების მიზნით ჩვენს რეგიონში უცვლელად გრძელდება. კასპიის ზღვის გადაკვეთით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფნის ინიციატივა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს, ამ მხრივ ჩვენი ძალისხმევის ყველაზე კონკრეტული გამოვლინებაა“, – აღნიშნა ერდოღანმა, როგორც ამას საქართველოს „პირველი არხი“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.