2021 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა
03-01-2022, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

 


რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის ორი მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა.

 


საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით.

 


„ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 103
#3   zohaib malik
      
Nonetheless you will get started out it is crucial, that yet again brings a web site any powerful key web site: เซ็กซี่บาคาร่า
13 იანვარი 2022 11:00
#2   zohaib malik
      
I just thought it may be an idea to post incase anyone else was having problems researching but I am a little unsure if I am allowed to put names and addresses on here. สมัครสล็อตxo
6 იანვარი 2022 15:21
#1   zohaib malik
      
Very good topic, similar texts are I do not know if they are as good as your work out. jokerslot
5 იანვარი 2022 11:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი