კელი დეგნანი: ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის შეფასებები მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, არც ერთი ანგარიში 2020 და 2021 წლების არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა
24-08-2022, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეგვიძლია, გადავხედოთ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს, ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

 


მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აშშ-ის საელჩოს ნდობით სარგებლობს.

 


„​აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მონაწილეობდა გასულ ზაფხულს საარჩევნო რეფორმის ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამჟამინდელი სპიკერი, რომლის შედეგადაც მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო კანონი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, გავიხსენოთ და შესაძლოა, გადავხედოთ ეუთო/ოდირისა და საერთაშორისო და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების 2020 და 2021 წლების არჩევნების შეფასებებს. ყველა მათგანი მიუთითებდა სერიოზულ დარღვევებზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე და კარუსელებზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე არჩევნების წინა პერიოდში, ისევე, როგორც საარჩევნო დღეს. არც ერთი ანგარიში არჩევნებს სამართლიანად არ აფასებდა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არ არის პასუხისმგებელი ამ დარღვევებზე. ნათელია, რომ მათ როლი არ მიუძღვით ამ დარღვევებში. საზოგადოებამ დაკარგა ნდობა შედეგების მიმართ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

 


მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ გამჭვირვალე იყო იმ შეცდომასთან მიმართებით, რომელიც მოხდა.

 


„რეალურად, როგორც კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაუყოვნებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა. სწორად ამიტომ გვაქვს სრული ნდობა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, როგორც პროფესიონალური საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ. ისინი იყვნენ გამჭვირვალე იმ შეცდომის მიმართ, რომელიც მოხდა, როგორც კი შეძლეს მისი დადასტურება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებები, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მონიტორინგსა და არჩევნების ჩატარებაში, შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ევროკომისია, ინკლუზიური პროცესისკენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს შანსი, წვლილი შეიტანოს საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები: 103
#3   RAHEEL
      
I've truly absolutely suitable motivated for making getting some sort of web site, which i retail store also been far inferior to attempt to complete for only a bit with. Acknowledges for this show, it is serviceable! Fbisd skyward
25 სექტემბერი 2022 11:19
#2   RAHEEL
      
Will provide you with the perfect website targeted I am sure at this time there on it's own you will find just how speedy it can be. Fbisd skyward
22 სექტემბერი 2022 17:20
#1   RAHEEL
      
Find a very good records by using will likely be a pal’s website site. Fbisd skyward
29 აგვისტო 2022 13:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი