აფხაზეთის ომში დაღუპული 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა წითელ ჯვარს და ნეშტების გადმოსვენების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ უკვე წლებია ჩვენ წითელ ჯვართან ერთად ვახორციელებთ ჩვენი გმირების გადმოსვენებას საქართველოში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ მანამ, სანამ ჩვენ აღვადგენთ კონტროლს აფხაზეთში და ცხინვალში, მანამდე ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. წითელ ჯვარს ამ კუთხით აქვს ძალიან, მე ვიტყოდი ფასდაუდებელი როლი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, მათ ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.