უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ. ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინათ "ესპრესო ტვ"-ზე გავრცელდა.
ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას რადას დეპუტატებიც, იური მიროშნიჩენკო და ოლეგ ტიაგნიბოკოც ადასტურებენ. ამ უკანასკნელმა, იანუკოვიჩის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა.
ვარაუდობენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც ცოტა ხანში გამოქვეყნდება.
როგორც ცნობილია, ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი გუშინ დატოვა. პრეზიდენტის მრჩეველმა, ანა გერმანმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ხარკოვში სამუშაო ვიზიტად იმყოფება. "პრეზიდენტი ხარკოვში გუშინ საღამოს ჩავიდა. დღეს ის ამომრჩევლებს შეხვდება", - განაცხადა გერმანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს" რეზიდენცია ცარიელია და ტერიტორიაზე ჟურნალისტებს უშვებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.