„კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიზნებს ეხებოდა.
„რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ - საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად, ვიცით მათი წარსული, ვიცით რას წარმოადგენენ ისინი. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.
ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან. ახალგაზრდებსაც ჰქონდათ იმის მცდელობა, ისინი არ ყოფილიყვნენ გამოყენებული. მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც ნეიტრალურები არიან და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ, თუმცა, იქ ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ და სხვა პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.