ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.6%-ით დაიკლო და 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 2.5%-ით, 28.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ივლისში კვლავ მაღალი იყო და 74 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად 27%- ით შემცირდა. მაღალი ტემპით, 40.1%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.0%), რუსეთი (24.5%) და აშშ (13.3%) წარმოადგენდა.
„ივლისში რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 62.0%-ით გაიზარდა, ხოლო ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 65.1%-ით და 23.7%-ით. გარდა ამისა, თურქეთიდან გადმორიცხული თანხები მცირედით მეტი იყო, ხოლო უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე დარჩა. მაღალი ტემპით, 40.1%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც. ივლისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (40.0%), რუსეთი (24.5%) და აშშ (13.3%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.