არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია“-ს ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა, ორგანიზაციის სხვა წევრებთან და ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოინახულა. მოზარდებმა, ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები შეასრულეს. ისინი ასევე სხვადასხვა ნომრით წარდგნენ სტუმრების წინაშე, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები.
“ა/ო „პოზიციის“ და მისი ხელმძღვანელის გურამ ადამაშვილის სურვილი, რომ კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ აღსაზრდელებს, მოფერებოდნენ და ერთი მხიარული და ბედნიერი დღე ეჩუქებინათ, ქუჩის მუსიკოსების თანადგომით და დახმარებით, აისრულეს“, – აცხადებენ “პოზიციაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.