იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრები მურუსიძისგან დაინტერესდნენ გახმაურებულ, მათ შორის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
"იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მიღებულია აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და სასამართლოს სხვა საშუალება არ ჰქონდა. იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებებიც იყო, თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ", - განაცხადა მურუსიძემ მასთან გასაუბრების დასრულების შემდეგ და დაამატა:
"დაისვა ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და საბჭოს გადასაწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დამიჭერენ, დანარჩენი წევრები კი დღევანდელი გასაუბრების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაისვა ყველა კითხვა და გავეცი კვალიფიციური პასუხები".
რაც შეეხება მის მიმართ არსებულ კრიტიკას, მურუსიძის თქმით, ჯანსაღი კრიტიკა მისთვის მისაღებია, თუმცა "მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოხატავდეს, თუ ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა".
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან დღეს გასაუბრება მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.