საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილის გრიგორ კარასინის პრაღაში გამართული შეხვედრა დასრულდა. რუსეთის მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ოლიმპიადაში მონაწილეობის გამო მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.
"2013 წლიდან ვაჭრობის სფეროში წინ წავწიეთ საქონელბრუნვა, რომელიც ორივე ქვეყანაში 50 %-ით გაიზარდა. ორჯერ გაიზარდა ქართული ექსპორტის წილი რუსულ ბაზარზე, გაიცა 22 ათასი ვიზა, რაც გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტია. ჩვენ ასევე სატრანსპორტო მიმოსვლაზე და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ", – განაცხადა კარასინმა შხვედრის დასრულების შემდეგ. რუსი დიპლომატის თქმით, კრემლი ამ ფორმატის გაგრძელებით დაინტერესებულია და შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივლისში ისევ პრაღაში გაიმართება.
კარასინმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსი სამხედროების მიერ სოფელ აძვში დაკავებული და ცხინვალში გადაყვანილი ქართველი ჟურნალისტების შესახებაც. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები მისი და აბაშიძის შეხვედრის წინ ხდება.
"ვიცი ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი მხრდიდან სამი ჟურნალისტის შესახებ, რომლებმაც გაუფრთხილებლად გადაკვეთეს საზღვარი. ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტები პრაღაში ჩვენი შეხვედრის წინ ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილთან ერთად, რომელსაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოგვარება სურთ, არის მეორე ნაწილი, რომელსაც უნდა მტრობა", – განაცხადა კარასინმა.
კარასინის თქმით, ქართველი ჟურნალისტების სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება. იგი იმედოვნებს, რომ მათ პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.