საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ისრაელსა და საქართველოს შორის ახლახან დაწესებულ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.
ალექსანდრე ჭიკაიძემ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო.
მხარეებმა ასევე დაადასტურეს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.
ვიზიტის ფარგლებში, საარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.