ილია მეორე: რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
07-08-2023, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

 


„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

 


ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

 


ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

 


მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

 


„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“.

 


ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

კომენტარები: 21434
#20214   Bailey
      
Also visit my blog post ... poker Casino
27 დეკემბერი 2025 13:06
#20213   Zak
      
My webpage :: Poker Casino
27 დეკემბერი 2025 13:06
#20212   Kali
      
27 დეკემბერი 2025 13:02
#20211   Hugh
      
My web-site Highstakesdb
27 დეკემბერი 2025 12:47
#20210   Dalene
      
27 დეკემბერი 2025 12:31
#20209   Brianne
      
My page - Poker Game
27 დეკემბერი 2025 11:28
#20208   Wendy
      
Also visit my website - HighStakesDB
27 დეკემბერი 2025 11:17
#20207   Rochelle
      
Feel free to visit my web site Online
poker canada
27 დეკემბერი 2025 10:57
#20206   Taren
      
Here is my web site HighStakesDB
27 დეკემბერი 2025 10:24
#20205   Leandra
      
27 დეკემბერი 2025 09:41
#20204   Carey
      
my webpage Poker Online
27 დეკემბერი 2025 09:38
#20203   Newton
      
27 დეკემბერი 2025 09:32
#20202   Lynn
      
my web blog Poker
Online
27 დეკემბერი 2025 09:18
#20201   Ernesto
      
Check out my page Poker casino
27 დეკემბერი 2025 08:55
#20200   Tanesha
      
Feel free to visit my page - Play poker Online
27 დეკემბერი 2025 07:40
#20199   Mariano
      
27 დეკემბერი 2025 07:07
#20198   Issac
      
Take a look at my page :: poker online free
27 დეკემბერი 2025 06:51
#20197   Arianne
      
Here is my webpage ... Lachlan
27 დეკემბერი 2025 06:26
#20196   Trinidad
      
my website :: free poker
27 დეკემბერი 2025 06:22
#20195   Demetrius
      
27 დეკემბერი 2025 05:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი