მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა
09-12-2017, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი ქართველი მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

 

დიმა ჯაიანი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.

 

 

1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985). “სტალინის დაკრძალვა” (1989).

 

 

2013 წლიდან ჯაიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო.

 

 

1998 წელს ღირსების ორდენი,1995 წელს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.

 

კომენტარები: 1241
#1   Russell
      
I was curious if you ever thought of changing the page layout of
your blog? Its very well written; I love what youve got
to say. But maybe you could a little more in the way of content so people could
connect with it better. Youve got an awful lot of text for only having one or
2 pictures. Maybe you could space it out better?


Feel free to visit my web site - Desiree
9 მარტი 2022 13:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი